იუსტიციის მინისტი თეა წულუკიანი მიიჩნევს, რომ მეუფე იაკობის ზედაპირულ განცხადებებზე კომენტარი გაკეთება არ ღირს. ამის შესახბე მან სახელმწიფო ინსპექტორის პრეზენტაციაზე, ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
„მე ერთხელ ვთქვი და კიდევ ვიტყვი, არ ღირს ამ ზედაპირულ განცხადებებზე უფრო მეტი კომენტარის გაკეთბა“, - განაცხადა წულუკიანმა. დამატებით კითხვებს როგორც ამ თემაზე, ასევე სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე, თეა წულუკიანმა არ უპასუხა, მიზეზად კი ჟურნალისტები დაასახელა, რომელიც მისი თქმით, მას არ უსმენენ.
შეგახსენებთ, რომ მეუფე იაკობის თქმით, მაშინდელი პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის კაბინეტში, მას, ვახტანგ გომელაური, შს მინისტრი გიორგი გახარია და გიორგი კვირიკაშვილი პატრიარქის მეუფე შიოთი ჩანაცვლებაზე „ეჩალიჩებოდნენ“.