logo
ENG



მეუფე იაკობმა ვერ მიიღო ის შედეგი, რაც სურდა - სპეციალისტების შეფასებები

26 ოქტ 201917:14
3 წუთის საკითხავი
 
1972sc0xyt7jrwl.png

გაბრაზებული კაცის პოზიცია - ასე აფასებენ თეოლოგები და დარგის სპეციალისები მეუფე იაკობის სკანდალურ განცხადებას. მათი თქმით, მეუფეს აღარ აქვს გავლენები საპატრიარქოში და როგორც ჩანს, გააცნობიერა, რომ აღარ აქვს შანსი გახდეს კათოლიკოს-პატრიარქი. გოჩა მირცხულავას განმარტებით, მეუფემ პირდაპირ უნდა დაასახელოს ის მაღალჩინოსანი, ვინც დაჰპირდა მას პატრიარქობას, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ ინფორმაციას თავადაც ფლობს და თუ მეუფე არ გაასაჯაროებს, მაშინ მირცხულავა იტყვის სიმართლეს.

"მეუფე იაკობმა ვერ დააყენა ის შედეგი, რაც სურდა მიეღო ციანიდის საქმისგან და ამისგან გაბრაზებულმა საკმაოდ არაფხიზელ მდგომაროებაში გააკეთა ეს განცხადებები. მისი მუქარა განპირობებულია იმით, რომ ცუდად აქვს საქმე. თუ ასე ღიაობაზე მიდის საუბარი, დაასახელოს, ვინ იყო ის კონკრეტული პერსონა, ვინც მას სთავაზობდა პატრიარქობას, მისი გარდაცვალების შემდეგ. აქედან გამომდინარე გასაგები გახდება, რა მოტივებით გააკეთა განცხადება მეუფე იაკობმა", - აცხადებს ჟურნალისტი გოჩა მირცხულავა.

მირცხულავას მოსაზრებას ეთანხმებიან სხვა სპეციალისტებიც, რომელთა მტკიცებით, მეუფის განცხადება კიდევ ერთხელ მიანიშნებს საპატრიარქოში არსებულ მძიმე მდგომარეობაზე. 

"თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მან ყველა მიმართულებით ისროლა ტყვია, ეს ნიშნავს იმას, რომ ყველა საპატრიარქოს შტო და ინსტანცია გაკილა. შესაბამისად, ამან წარმოაჩინა ყველა შტოსა და ინსტანციაზე სისტემაში არსებული გამრუდებული მოცემულობა. ეს დილეტანტი საზოგადოებისთვისაც უნდა იყოს დამაფიქრებელი თუ რაოდენ მძიმედაა მდგომარეობა  საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში და როგორი არაკორექტული ურთიერთობა არსებობს, როგორი უნდობლობა არსებობს. ეს პასუხისმგებლობის სახით, ცალკეულად ეკისრება როგორც მეუფეს, ისე იმ ადამიანებს, რომლებიც უფლებამოსილნი არიან, გადაწყვეტილება მიიღოს საპარტრიარქოში",- აცხადებს გიორგი ტიგინაშვილი. 


close დახურვა