logo
ENG



მეუფე იაკობმა პატრიარქის ქორეპისკოპოსის თანამდებობა დატოვა

28 ოქტ 201912:55
3 წუთის საკითხავი
 
myuupckr2nc8nvt.png

მეუფე იაკობმა ქორეპისკოპოსისა და საპატრიარქოს საფინანსო-ეკონომიკური საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა. ეს გადაწყვეტილება მან პატრიარქთან შეხვედრის შემდეგ გააჟღერა. მეუფე იაკობი ამ ეტაპზე ბოდბის მეუფედ რჩება.

შეგახსენებთ, რომ მეუფე იაკობი ილია მეორეს მის მიერ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით შეხვდა. კერძოდ, აწ უკვე ყოფილმა ქორეპისკოპოსმა აღნიშნა, რომ ვანო ჩხარტიშვილისა და ბიძინა ივანიშვილის დავალებით, გიორგი კვირიკაშვილი, გიორგი გახარია და ვახტანგ გომელაური პირადად მას ილია მეორის პატრიარქის ტახტიდან გადაყენებაში დახმარებას სთხოვდნენ, მიზნის მისაღწევად კი ნებისმიერ სცენარს, მათ შორის მკვლელობასაც განიხილავდნენ.

 


close დახურვა