logo
ENG



მეუფე იაკობს სიტყვები უკან არ მიაქვს - ოპოზიცია გამოძიებას ითხოვს

29 ოქტ 201920:31
3 წუთის საკითხავი
 
jutimqazdjtrxmb.png

ბოდბის ეპისკოპოსის განცხადებით სასწრაფო დაინტერესებასა და გამოძიებას ითხოვენ დეპუტატები ოპოზიციიდან. მათი თქმით, საერო პირებს პატრიარქის თანამდებობასთან არაფერი ესაქმებათ.

დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია აცხადებს, რომ პატრიარქს ყველაზე დიდი გაფრთხილება ჭირდება.

„ამ ქვეყანაში პატრიარქის გარდა არავის დარჩა შეუვალი და უპირობო ავტორიტეტი. ის არის ადამიანი, რომელსაც ყველაზე დიდი დამსახურება აქვს ქვეყნის წინაშე. მისი როლი იმდენად დიდია ქვეყნის სიმშვიდისთვის, რომ მას ყველაზე დიდი გაფრთხილება ჭირდება,“ - განაცხადა ბესელიამ.

„პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი ირმა ინაშვილი კი აცხადებს, რომ ეს ყველაფერი არის პატრიარქის წინააღმდეგ ბრძოლა.

„ეს არის პატრიარქის წინააღმდეგ ბრძოლა. ჩვენ დედა-ეკლესიას მარტო არ დავტოვებთ,“ - აცხადებს ინაშვილი.

იაკობის განცხადებების რომ კვირიკაშილის პრემიერობის დროს შეხვდნენ და პატრიარქის გადადგომის გეგმაზე ესაუბრნენ -  მხოლოდ უმრავლესობის წევრებს არ სჯერათ.

„ადამიანები, რომელსაც მეუფე იაკობი ასახელებს, არ ადასტურებენ ამას და თითონაც არ დაადასტურა, ორჭოფული განცხადება გააკეთა. მორალურად არ განვიკითხავ, მაგრამ სამართლებრივ ნაწილში პროკურატურას რჩევას ვერ მივცემ,"“- განაცხადა უმრავლესობის წევრმა გია ვოლსკიმ.

ბოდბის ეპისკოპოს სიტყვები უკან არ მიაქვს და ამბობს, რომ მას კვირიკაშვილის კაბინეტში გიორგი გახარია, ვახტანგ გომელაური და იმ დროს პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი შეხვდნენ, პატრიარქის გადადგომის გეგემა გააცნეს და მომავალ უწმინდესად მოსაყრდე შიო დაასახელეს.

 


close დახურვა