logo
ENG



მეუფე იობი საგანგებო მდგომარეობაზე: ეს მასონური გადაწყვეტილებაა

15 აპრ 202018:20
3 წუთის საკითხავი
 
vvos827yzwlradb.jpg

მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა მეუფე იობმა დღეს ქადაგებისას განაცხადა, რომ კორონავირუსი ჩვეულებრივი ვირუსია და ხალხისთვის ხელოვნურად თავსმოხვეული ფსიქოზია.

„ეს ჩვეულებრივი ვირუსია, ადამიანებს უსიმპტომოდ გადაუვლიათ და განკურნებულან ვირუსით. ეს არის ხელოვნურად თავსმოხვეული ფსიქოზი. ადრეც ვთქვი, რომ რეპეტიციაა იმისა, თუ რამდენად წინააღმდეგობას გაუწევს ხალხი ამ საერთო მასონურ გადაწყვეტილებას, რასაც ჰქვია საგანგებო მდგომარეობა “, - განაცხადა მეუფე იობმა.

შეგახსენებთ, საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 21 მარტიდან მოქმედებს, ხოლო 31 მარტიდან საყოველთაო კარანტინი და კომენდანტის საათია გამოცხადებული. მოქალაქეებს გარკვეული შეზღუდვები დაუწესდათ. მათ შორის, ქვეყნის მასშტაბით 21:00 საათიდან, დილის 06:00 საათამდე ტრანსპორტის და ქვეითად მოსიარულეთა გადაადგილება იკრძალება. 15 აპრილიდან 10 დღით დაიკეტა ოთხი დიდი ქალაქიც. 

ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 306 დადასტურებული შემთხვევაა აღრიცხული. ამ ეტაპზე კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4990 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 462. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 69-ს შეადგენს. ვირუსს ქვეყანაში 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

საქართველოში ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ვირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა. 


close დახურვა