logo
ENG



მეუფე ნიკოლოზი: 7 თვის თავზე რომ დამტკიცდეს, რომ ეს თვითმკვლელობაა არ არსებობს

21 ივლ 202021:56
3 წუთის საკითხავი
 

„მე აღმაშფოთა იმან, რომ მე რომ არ ჩავრეულიყავი ამ ვითარებაში, ისე იყო გაშუქებული ეს ამბავი, რომ არავის არ შეუტანია ეჭვი, რომ ეს იყო თვითმკვლელობა. ყველა დარწმუნებული იყო, რომ ეს იყო თვითმკვლელობა“,-აღნიშნული განცხადება მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა გადაცემაში „პოლიტმეტრი“ გააკეთა.

მეუფემ გადაცემაში ლუკა სირაძის სავარაუდო თვითმკვლელობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ არ შეიძლება დაბეჯითებით იმის თქმა, რომ ლუკა სირაძემ თვითმკვლელობა ჩაიდინა. 

„მე არ გამოვრიცხავ, რომ თვითმკვლელობა იყო, არ გამოვრიცხავ, რომ არ იყო, მაგრამ ერთი რამე ფაქტია, რომ დღეს, 7 თვის თავზე დამადასტურებელი, რომ დამტკიცდეს, რომ ეს თვითმკვლელობაა არ არსებობს.

მე აღმაშფოთა იმან, რომ მე რომ არ ჩავრეულიყავი ამ ვითარებაში, ისე იყო გაშუქებული ეს ამბავი, რომ არავის არ შეუტანია ეჭვი, რომ ეს იყო თვითმკვლელობა, ყველა დარწმუნებული იყო, რომ ეს იყო თვითმკვლელობა. არ არის ეს თვითმკვლელობა დამტკიცებული, არც გამორიცხული.

არ შეიძლება ესე დაბეჯითებით ლაპარაკი იმაზე, რაც არ არის დამტკიცებული. მე ჩავერიე და რაღაც ლექსიკა შეიცვალა და ახლა გაჩნდა რომ ან არის, ან არ არის, აქამდე ეს არ იყო. რა თქმა უნდა მხოლოდ ეს იყო ჩემი მიზანი. “,-აცხადებს მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილი.

შეგახსენებთ, 18 ივლისს ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა განაცხადა, რომ ეკლესია 15 წლის მოზარდის, ლუკა სირაძესთვის ლოცვას აგრძელებს. 

ამასთან, მეუფე ნიკოლიზის თქმით, ეკლესია დაარწმუნეს იმაში, რომ სირაძეს თავი არ მოუკლავს, რის შემდეგაც, სასულიერო პირის თქმით, ეკლესიამ გარდაცვლილს წესიც აუგო და მისთვის ლოცვა გააგრძელა. 

ასევე შეგახსენებთ, რომ 15 წლის მოზარდმა, სავარუდოდ, პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა. იგი გასული წლის 17 დეკმებერს საავადმყოფოში გარდაიცვალა. მის საქმეზე გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი დააკავეს და 2 სამართალდამცავს უფლებამოსილება დროებით შეუჩერეს. ჩოლოიანი ბრალს არ აღიარებს. 


close დახურვა