logo
ENG



მეუფე ნიკოლოზი: ეკლესიიდან ვირუსის გავრცელების შემთხვევა არ ყოფილა, ეს არასდროს მოხდება

07 იან 202112:28
3 წუთის საკითხავი
 

ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტი ნიკოლოზ ფაჩუაშვილი ამბობს, რომ საქართველოში ეკლესიიდან ვირუსის გავრცელების შემთხვევა არ ყოფილ და "ის, რომ ვირუსი ეკლესიიდან გავრცელდეს, არასოდეს მოხდება".

მეუფე ნიკოლოზის თქმით, შობის ღამეს ეკლესიაში მრევლი რეგულაციებს მაქსიმალურად იცავდა:

"მე გამიკვირდა სხვათა შორის, პირბადეები ეკეთა ყველას და მაქსიმალურად ცდილობდნენ დისტანციის დაცვას, მაგრამ არ ხერხდება ესე მეტრ-ნახევარი იმიტომ, რომ ბევრი ადამიანი მოვიდა, შობაა.

მინდა გითხრათ, რომ საოცრება ხდება ჩვენს ქვეყანაში, აღდგომის წირვიდან მოყოლებული, ესეთი შემთხვევა, ეკლესიიდან გავრცელების არ ყოფილა. ჩვენ ავადმყოფობა ყველამ გავიარეთ, მეც გავიარე სხვათა შორის. რა ვქნათ, ადამიანები ვართ, მაგრამ ის რომ აქედან გავრცელდეს, არ მოხდება ეს არასოდეს",-ამბობს მიტროპოლიტი ნიკოლოზი.

საქართველოში ეკლესიაში კორონავირუსის არაერთი შემთხვევა გამოვლინდა, ქვეყანაში ვირუსით რამდენიმე სასულიერო პირი დაინფიცირდა და გარდაიცვალა.

7 ნოემბერს ვირუსი დაუდასტურდა ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტ ნიკოლოზ ფაჩუაშვილსაც


close დახურვა