logo
ENG



მეუფე ნიკოლოზი: მეუფე ანტონი პატრიარქს არ შეხვედრია, არც შორენა მინახავს ახლოს მისული

07 იან 202117:26
3 წუთის საკითხავი
 

ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტი მეუფე ნიკოლოზი ამბობს, რომ მეუფე ანტონი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, პატრიარქს არ შეხვედრია, შორენა თეთრუაშვილი კი, რომელიც ინფიცირებულთან კონტაქტის გამო, თვითიზოლაციაშია, "პატრიარქთან ახლოს მისული არ უნახავს".

მეუფე ნიკოლოზ ფორმულასთან ამბობს, რომ შორენა თეთრუაშვილს განმეორებითი ტესტი ჩაუტარდა და პასუხს ელოდებიან.

"თვითზიოლაციაშია [შორენა თეთრუაშვილი], სანამ დაზუსტდება ყველაფერი, განმეორებითს ელოდებიან, რომ დაუდგინონ, თუ აქვს, რა ხარისხში აქვს. მეუფე ანტონსაც სრულიად შემთხვევით დაუდგინდა, მეუფე ანტონი არ მინახავს ბოლო დროს საპატრიარქოში, ახლა აპირებდა მოსვლას და არ შევიდა და მოკლედ, პატრიარქს არ შეხვედრია და შორენაც ასე ახლოს მისული არ მინახავს პატრიარქთან", - თქვა მეუფე ნიკოლოზმა. 

საშობაო ეპისტოლესთან დაკავშირებულ კითხვას ის ასე პასუხობს:

"უნდა ყოფილიყო, მეც მიკვირს, პატრიარქის ჯანმრთელობაც არის, ბევრ დროს ხარჯავს ამ პროცედურებზე, ექიმები ყოველდღე გადიან პატრიარქთან, ასე არასდროს ყოფილა პატრიარქი".

საპატრიარქოს პრესსპიკერმა ანდრია ჯაღმაიძემ გამოცემა ტაბულას თავდაპირველად უთხრა, რომ თეთრუაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა, შემდეგ კი განაცხადა, რომ "ცოტა არაზუსტი ინფორმაცია" გაავრცელა და თეთრუაშვილი ახლა იზოლაციაშია.


close დახურვა