logo
ENG



მეუფე ნიკოლოზი მკოიანზე: ადამიანს არც კარგი უნდა დაუკარგო, არც ცუდზე დახუჭო თვალი

25 მაი 202022:11
3 წუთის საკითხავი
 

მეუფე ნიკოლოზი აცხადებს, რომ მიესალმება პოლიტიკოსების, მაგალითად მაჟორიტარი დეპუტატის, ენზელ მკოიანის წინასაარჩევნო კამპანიას, თუკი ის წინა კამპანიის დასრულებისთანავე იწყება.

როგორც მან სოფო ზურაბიანის „პოლიტიკის ფორმულაში“ განმარტა, პოლიტიკოსები სწორედ ამისთვის არიან - რომ იზრუნონ ამომრჩეველზე.

​„დიდი კამათია ენზელ მკოიანზე. მე შემიძლია ასეთი რაღაცა ვთქვა - შენ რასაც აკეთებ, ყველაფერს აკეთებ საარჩევნოდ, შენი საარჩევნო კამპანია იწყება, მე ვუთხარი, როცა წინა სრულდება. მე მივესალმები ასეთ ზრუნვას. თუ ესაა წინასაარჩევნო კამპანია, რომელიც წინას დასრულებისთანავე იწყება. ნანახი მაქვს ცეცხლსასროლი იარაღის კადრები. ადამიანს არც კარგი უნდა დაუკარგო, არც ცუდზე დახუჭო თვალი. ის მეორე ადამიანიც დაფასებული ადამიანია ჯავახეთში. ადამიანი შეიძლება დასაჯო კიდეც და დააჯილდოვო კიდევაც", - აცხადებს მიტროპოლიტი ნიკოლოზი.


close დახურვა