logo
ENG



მეუფე ნიკოლოზი სუს-ის ფაილებზე: სისხლის სამართლის დანაშაულია - სახელმწიფოა პასუხისმგებელი

13 სექ 202114:18
3 წუთის საკითხავი
 

ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტი, მეუფე ნიკოლოზი სასულიერო პირების შესახებ, სავარაუდოდ, სუს-ის მიერ მომზადებული ფაილების გავრცელებაში სახელმწიფოს პასუხისმგებლობას ხედავს და ამბობს, რომ ეს სისხლის სამართლის დანაშაულია. ეს მეუფემ ფორმულასთან საუბრისას თქვა.

"თვითონ ის ფაქტი, რომ ისინი მისმენენ, ამისი გაჟღერება და ის, რომ ამ ინფორმაციამ სადმე გაჟონოს, არის სისხლის სამართლის დანაშაული, რომელზეც პირველ რიგში, სახელმწიფოა პასუხისმგებელი. თუ მოპარეს ეს ინფორმაცია და გაავრცელეს, პასუხს მაინც სახელმწიფო აგებს ამაზე. 

მე რა ცოდვები მაქვს ჩადენილი და რა დანაშაული მაქვს ჩადენილი, ამას გამოიგონებ, თუ ასეთი ფორმით გაავრცელებ, არავითარი განსხვავება არ არის. შენ შეგიძლია ადამიანს უთხრა ეგეთი რამე, რომ თუ შენ არ ითანამშრომლებ ჩემთან, მე შენ ცუდ რამეს გაგიკეთებ, მოვიგინებ ამას თუ სხვა რამეს ვიზამ, ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს", - ამბობს მეუფე ნიკოლოზი. 

სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან ფაილებმა გაჟონა. ფაილებიდან ირკვევა, რომ ქვეყანაში აყურადებენ და უთვალთვალებენ სინოდის წევრებს, პატრიარქის მოსაყდრეს, მღვდელმთავრებს, პატრიარქის თანაშემწეებს, ეპისკოპოსებს, მონაზვნებს და მათთან დაკავშირებულ პირებს. 


close დახურვა