logo
ENG



მეუფე პეტრეს მღვდელმსახურება აეკრძალა

31 ოქტ 201916:58
3 წუთის საკითხავი
 
2ey6cpn91y93dgn.png

ამ წუთებში საპატრიარქომ მეუფე პეტრე შესახებ განცხადება გაავრცელა. წმინდა სინოდის მდივნმა ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა დანიელმა განაცხადა, რომ მეუფე პეტრეს აეკრძალა მღვდელმსახურება.

„წმინდა სინოდმა ერთმხად მიმართა ჭყონდიდელ მიტროპოლიტ პეტრეს, რომ მას პატრიარქის არაერთგზის შეურაცხყოფისა და ცილისწამების გამო სინანული გამოეთქვა, რაზეც უარი განაცხადა და ეკლესიას კვლავ მხილებით დაემუქრა. რის გამოც, მეუფე პეტრეს მიმართ იქნა მიღებული შემდეგი გადაწყვეტილება - ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პეტრე განთავისუფლდეს წმინდა სინოდის წევრობიდან, განთავისუფლდეს ეკლესიის მმართველობიდან, აეკრძალოს მღდელმსახურება და მოსანანიებლად გაიგზავნოს მოანსტერში, დანარჩენს განჩინებაში იხილავთ,“ - განაცხადა მეუფემ.

შეგახსენებთ, რომ წმინდა სინოდის სხდომაზე პატრიარქის ბრძანებით, მეუფე პეტრე მღვდელმთავრობიდან გადააყენეს.


close დახურვა