logo
ENG



მეუფე საბა: კორონავირუსზე ტესტი ჩავიტარე და ორ დღეში მეცოდინება პასუხი

30 მარ 202014:29
3 წუთის საკითხავი
 
6tk3gtgxn24xol8.png

ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიის ეპისკოპოსი საბა სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებს და აცხადებს, რომ მას, შესაძლოა, კორონავირუსი ქონდეს.

მეუფეს თქმით, მან უკვე ჩაიტარა ტესტი და პასუხი ორ დღეში იქნება ცნობილი.

„მე დღეს წირვა უნდა ჩამეტარებინა, მაგრამ თავი შევიკავე, რადგან ადამიანებთან მიწევს შეხება. დღეს სამ საათზე გავიკეთე ჩქარი ტესტი და ორ დღეში მეცოდინება პასუხი - ვარ თუ არა ვირუსის მატარებელი“, - განაცხადა მეუფემ.

შეგახსენებთ, რომ მეუფე საბამ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიაში ერთ-ერთ ქართველ დეკანოზს კორონავირუსი დაუდგინდა. 


close დახურვა