logo
ENG



მეუფე სტეფანე: ომბუდსმენი პოლიტიკური იდეოლოგიური ორგანიზაციაა, რომელიც იცავს შერჩევით

13 მაი 202100:23
3 წუთის საკითხავი
 
მეუფე სტეფანე: ომბუდსმენი პოლიტიკური იდეოლოგიური ორგანიზაციაა, რომელიც იცავს შერჩევით
მთის ამბები

ჭყონდიდის მიტროპოლიტი სტეფანე კალაიჯიშვილი აცხადებს, რომ ნინოწმინდის ბავშვთა სახლში ომბუდსმენის მონიტორინგის აუცილებლობა არ არის. ამის შესახებ მიტროპოლიტმა რუსთავი 2-ის ეთერში განაცხადა.

ის ამბობს, რომ ომბუდსმენი ადამიანის უფლებებს შერჩევით იცავს.

"ომბუდსმენის მონიტორინგი არ არის აუცილებლობა, რომ მისი შეშვება მოხდეს. სახელმწიფო ორგანოები არსებობენ, რომელთა შეშვებაც ხდება და ჩვეულებრივ მონიტორინგიც და ყველაფერი. მაგრამ, ომბუდსმენი, როგორც თვითონ პიროვნება და როგორც ზოგადად რასაც ახლა ის ახორციელებს, არის პოლიტიკური იდეოლოგიური ორგანიზაცია, რომელიც იცავს შერჩევით, არა ყველა ადამიანის უფლებას, არამედ შერჩევით იცავს სხვადასხვა ადამიანების უფლებებს. ისე, როგორც თავად აწყობს", - განაცხადა მიტროპოლიტმა სტეფანემ.

ორგანიზაციამ პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის გაეროს ბავშვთა კომიტეტის მიერ დროებითი ზომის გამოყენების შესახებ ინფორმაცია 7 აპრილს გაავრცელა. PHR-ის განცხადებაში საუბარი იყო იმაზე, რომ გაეროს რეკომენდაციით, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატში ბენეფიციარების მდგომარეობა უნდა შემოწმდეს.

2021 წლის 15 აპრილს სხალთის ეპისკოპოსმა სპირიდონმა სახალხო დამცველის წარმომადგენლები ნინოწმინდის ბავშვთა სახლში არ შეუშვა. ომბუდსმენის რწმუნებულებს ადგილზე ვითარება უნდა შეესწავლათ. 

მიტროპოლიტ სპირიდონის განცხადებით, სახალხო დამცველი ერთნაირსქესიანთა ქორწინების მომხრეა და ამიტომ "ასეთ ქალს თავის ბავშვებს საჯიჯგნად ვერ მისცემს". 

10 მაისს,  პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის მოუწოდა შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებს, აღასრულონ გაეროს ბავშვთა კომიტეტის მიერ გამოცემული დროებითი ზომა.

 


close დახურვა