სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ მეუფე სტეფანემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ განჩინების გამოტანის შემდეგ მეუფე პეტრე მივარდა პატრიარქს და დაუწყო თითების ქნევა.
„მეუფე პეტრეს მხრიდან იყო შანტაჟი ყველა მიმართლებით. ფაქტიურად, სინოდს ისეთ დღეში აყენებდა, რომ მისი შიშით სწორი გადაწყვეტილება არ გამოგვეტანა. მას უნდოდა ეთქვა, რომ თუ ვინმე რამეს მეტყვის, ამის საპირწონედ გამოვაქვეყნებ წერილს, რომელშიც მავალი სიბინძურეა. რა შინაარსის წერილია არავინ იცით. ჩვენ ვამბობთ, რომ მამალაძე გაათავისუფლონ არა იმიტომ, რომ მართალია, არამედ ვამბობთ, რომ პრეზიდენტმა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შეიწყალოს. როდესაც სინოდის განჩინება სინოდიდან მხარდაჭერილ იქნა და დაინახა მეუფე პეტრემ, რომ მისი საქმე ცუდად იყო, ჩავარდა ისტერიკაში, მივარდა პატრიარქს და დაუწყო თითების ქნევა, როცა მივარდა პატრიარქთან წინ ჩაუდგნენ. პატრიარქს რასაც ეძახდა, მაგ სიტყვებს ვერ გავიმეორებ,“ - აგანცხადა მეუფემ.
შეგახსენებთ, რომ წმინდა სინოდის სხდომაზე პატრიარქის ბრძანებით, მეუფე პეტრე მღვდელმთავრობიდან გადააყენეს.