logo
ENG



მეუფე სტეფანემ დედა სოსანა მარტვილის დედათა მონასტრიდან გარიცხა

01 აპრ 202123:52
3 წუთის საკითხავი
 
2021/04/01/kvgih4kk54vtsxp.jpg

ჭყონდიდის ეპარქიის ინფორმაციით, მეუფე სტეფანემ დედა სოსანა და მორჩილი ნინო გამყრელიძე მარტვილის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრიდან გარიცხა.

მეუფე სტეფანეს ბრძანების თანახმად, ისინი სინანულისთვის ​ლასურიაშის ღვთისმშობლის შობის სახელობის დედათა მონასტერში განწესდნენ.

"როგორც ახლახან გვაცნობეს, მიტროპოლიტმა სტეფანემ გამოსცა შემდეგი შინაარსის ბრძანება:

ბრძანება #5

მონასტრული წეს-განგების უხეში და დემონსტრაციული დარღვევების გამო, მონაზონი სოსანა (ბოლქვაძე) და მორჩილი ნინო გამყრელიძე გაირიცხონ მარტვილის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრიდან და სინანულისათვის განწესდნენ ლასურიაშის ღვთისმშობლის შობის სახელობის დედათა მონასტერში", - ნათქვამია ჭყონდიდის ეპარქიის განცხადებაში.

შეგახსენებთ, 30 მარტს, მეუფე სტეფანემ დედა სოსანა მარტვილის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვრობიდან გადააყენა და ზიარების უფლება ჩამოართვა. სხდომაზე, რომელიც თავად ჭყონდიდის ეპარქიამ გაავრცელა, ეპისკოპოსმა მონაზონს შეურაცხყოფაც მიაყენა და "დებილი დედაკაცი" უწოდა.


close დახურვა