logo
ENG



მეუფე შიო: კორონავირუსს ორი მხარე აქვს - მატერიალური და სულიერი

29 მარ 202012:56
3 წუთის საკითხავი
 

"მედალს ორი მხარე აქვს, ამ მოვლენასაც, კორონავირუსს, აქვს ორი მხარე - ერთი მატერიალური, მეორე სულიერი", - ასე გამოეხმაურა მეუფე შიო მიმდინარე მოვლენებს. მან სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვა-ლოცვა აღავლინა და მრევლს შესაბამისი უწყებების მიერ გაცემული რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდა.

მეუფე შიოს თქმით, მთავარია საზოგადოება ღმერთს არ დაშორდეს. 

"მთავარია ღმერთს არ დავშორდეთ, როგორც უწმინდესი ამბობს. მეორე მხარე არის სულიერი მხარე. ეს მწარე წამალი გვჭირდება, რომ გამოვსწორდეთ, იგივე ეხება ერსაც. ჩვენ ვხედავთ რომ არამართლმადიდებლებიც და ყველა საუბრობს სინანულზე, ხომ არ შევცვალოთ ჩვენ ცხოვრება. ცოდვები უნდა გამოსწორდეს. ქრისტიანული ღირებულებები უნდა დავიცვათ განათლების და ყველა სფეროში. ეს ყველაფერი ჩვენი ცოდვების გამო ხდება, ეს ერის ცოდვები, ჩვილთა მკვლელობა, აბორტები... ეს ყველაფერი ხომ არ არის ამის მიზეზი? რატომ გეუბნებით ამას, იცით? ჩვენ უნდა ავმაღლდეთ, მხოლოდ ამას შეუძლია შეაჩეროს ეს მდგომარეობა. უფალს ჩვენ ვუყვარვართ ძალიან ძლიერ და ამ სიყვარულში ჩვენ, მიუხედავად ჩვენი მცირე მორწმუნოებისა, არ უნდა დავვეჭვდეთ", - განმარტა პატრიარქის თანამოსაყდრემ.


close დახურვა