logo
ENG



მექსიკა-აშშ-ის საზღვარზე, მიგრანტთა ცენტრში ხანძარს, სულ მცირე, 39 ადამიანი ემსხვერპლა

28 მარ 202321:17
3 წუთის საკითხავი
clock 482
2023/03/28/7n2d5e7bvi86cwh.jpg

აშშ-ის საზღვართან, ჩრდილოეთ მექსიკის ქალაქ სიუად ხუარესში მიგრანტთა დაკავების ცენტრში გაჩენილი ხანძრის შედეგად, სულ მცირე, 39 ადამიანი დაიღუპა, 29 კი დაშავდა.

სააგენტო Associated Press-ი წერს, რომ ხანძარი ადგილობრივი დროით 22:00 საათზე გაჩნდა, რა დროსაც ცენტრში 68 ადამიანი იმყოფებოდა.

CNN წერს, რომ ჯერ-ჯერობით ხანძრის გაჩენის მიზეზისა და გარდაცვლილების ეროვნების შესახებ ინფორმაცია მექსიკის ეროვნული მიგრაციის ინსტიტუტს არ გაუვრცელებია. 

BBC-ის რუსული სამსახური იუწყება, რომ ხანძრის გაჩენამდე ცოტა ხნით ადრე შენობაში ჩხუბი იყო. ასევე ვრცელდება ცნობები, რომ მიგრანტებმა პროტესტის ნიშნად ლეიბებს ცეცხლი წაუკიდეს.

დაშავებულების ნაწილს დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს, რამდენიმე დაშავებული კი, ამ დროისთვის, კლინიკაშია გადაყვანილი. 


close დახურვა