მექსიკა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ შეუერთდება. პრეზიდენტმა, ანდრეს მანუელ ლოპეზ ორბადორმა გააკრიტიკა სოციალური ქსელების მხრიდან რუსული სახელმწიფო მედიასაშუალებების დაბლოკვა, რასაც მან ცენზურა უწოდა.
"არ ვაპირებთ რაიმე ეკონომიკურ რეპრესიებზე წასვლა, რადგან გვინდა მსოფლიოში ყველა მთავრობასთან კარგი ურთიერთობები გვქონდეს", - განაცხადა მან პრესკონფერენციაზე.
უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთს და მისი ხელისუფლების წარმომადგენლებს სანქციები დაუწესეს. ერთ-ერთი ბოლო კომპანია, რომელიც რუსული ბაზრიდან გასვლა გადაწყვიტა Shell-ია. ფინანსურმა იზოლაციამ უკვე იქონია გავლენა ვალუტაზეც, რუსული რუბლი რეკორდულად უფასურდება.