logo
ENG



მექსიკაში ერთ-ერთი მერი თანამდებობის დაკავებიდან ექვს დღეში მოკლეს

08 ოქტ 202408:40
3 წუთის საკითხავი
 
2024/10/08/7k2aq7iu4qb4lkl.jpg

მექსიკაში, გერეროს შტატის დედაქალაქის მერი თანამდებობის დაკავებიდან 6 დღეში მოკლეს. ალეხანდრო არკოსი ქალაქ ჩილპანსინგოს მერი იყო, რომლის მოსახლეობა დაახლოებით 280 ათასია.

"მის დაკარგვას გლოვობს გერეროს მთელი საზოგადოება და აღშფოთებით გვავსებს", - განაცხადა გერეროს გუბერნატორმა ეველინ სალგადომ.

როგორც Reuters წერს, WhatsApp-ის აპლიკაციით არკოსის ძალადობრივი მკვლელობის ფოტოები გავრცელდა.

არკოსის მკვლელობის შემდეგ ხელისუფლებამ ინფორმაცია მას შემდეგ გაავრცელა, რაც WhatsApp-ში გავრცელდა ფოტოები, რომლებმზეც მერის მოჭრილი თავი იყო ასახული. Reuters აღნიშნავს, რომ ფოტოების ნამდვილობის დადასტურება ვერ შეძლეს.

ალეხანდრო არკოსი სამ დღეში მოკლეს მას შემდეგ, რაც ჩილპანსინგოში საქალაქო საბჭოს ახალი მდივანი, ფრანსისკო ტაპია ჩაცხრილეს.

გერეროს შტატი დამწყები და არჩეული სახელმწიფო მოხელეებისთვის, ასევე, ჟურნალისტებისთვის საკმაოდ საშიშ შტატად იქცა. 2 ივნისის არჩევნების პერიოდში შტატში სხვადასხვა თანამდებობის სულ მცირე ექვსი კანდიდატი მოკლეს.


close დახურვა