logo
ENG



მექსიკის ნაკრების ეკუადორზე გამარჯვების ზეიმს სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

01 ივლ 202617:18
3 წუთის საკითხავი
 
2026/07/01/gkxw5zqtvuc92x8.png

მექსიკის ნაკრების მიერ ეკუადორთან მოპოვებული გამარჯვების აღნიშვნას სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

მსოფლიო ჩემპიონატის მატჩში გამარჯვების შემდეგ, მეხიკოს ქუჩებში მილიონამდე ადამიანი გამოვიდა. წარმოქმნილ ჭყლეტაში მოყოლილი სამი ადამიანის გადარჩენა მაშველებმა და ექიმებმა, პირველადი დახმარებისა და საავადმყოფოში სასწრაფო გადაყვანის მიუხედავად, ვერ შეძლეს. გარდაცვლილთა შორის ორი ქალი, 19 და 48 წლის და ერთი 44 წლის მამაკაცია.

მეხიკოს მერმა, კლარა ბრუგადამ, გარდაცვლილთა ოჯახებს მიუსამძიმრა, ხოლო გულშემატკივრებს მოუწოდა, გამარჯვება „პასუხისმგებლობით, სიფრთხილითა და ემპათიით“ აღნიშნონ.


close დახურვა