logo
ENG



მეცნიერები - კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა

17 მარ 202017:27
3 წუთის საკითხავი
 

ავსტრალიელი მეცნიერები აცხადებენ, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა.

სპეციალისტებმა კორონავირუსით ინფიცირებული პირველი პაციენტის იმუნური რეაგირების სიტემა შეისწავლეს და დაადგინეს, რომ ადამიანის იმუნური სისტემა კოვიდ 19-ზე იმავენაირად რეაგირებს, როგორც ჩვეულებრივ გრიპს ებრძვის. კვლევისთვის მათ კორონავირუსისგან განკურნებული პაციენტის სისხლის ანალიზის შედეგები გამოიყენეს.

პარალელურად ისინი მის იმუნურ რეაგირებას მონიტორინგსაც უწევდნენ. ეს მათ დაეხმარა წინასწარ განესაზღვრათ რა პერიოდი დასჭირდებოდა პაციენტის სრულ გამოჯანმრთელებას.

ამჟამად ავსტრალიელი მეცნიერები ექსპერიმენტს კოვიდ-19ის საწინააღმდეგო ორ პრეპარატზე ატარებენ. 


close დახურვა