მეცნიერებმა კოსმოსში დიდი აფეთქება დააფიქსირეს. ამ მოვლენის დამადასტურებელი ფაქტები საერთაშორისო რადიო-ასტრონომიული ცენტრის სპეციალისტებმა მოიპოვეს. მათი კვლევების თანახმად აფეთქების ადგილი დედამიწიდან 390 მილიონი სინათლის წლითაა დაშორებული.
ასტრონომები აცხადებენ, რომ აფეთქების შედეგად წარმოქმნილი ენერგია წინა შემთხვევებზე 5 ჯერ ძლიერი იყო.