logo
ENG



მეცოლა: ეს ომი სასწრაფოდ უნდა შეწყდეს და უკრაინამ უნდა მოიგოს

18 დეკ 202218:48
3 წუთის საკითხავი
 
2022/12/18/vxy6idw71i21rk6.jpg

ევროპარლამენტის პრეზიდენტის, რობერტა მეცოლას განცხადებით, უკრაინაში მიმდინარე ომი სასწრაფოდ უნდა შეწყდეს და უკრაინამ უნდა მოიგოს.

"ეს ომი სასწრაფოდ უნდა შეწყდეს და უკრაინამ უნდა მოიგოს. ეს ნიშნავს მეტ იარაღს უკრაინისთვის, მეტ ფინანსურ და ჰუმანიტარულ დახმარებას, მეტ სოლიდარობას და სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ. ვამაყობ იმ მხარდაჭერით, რომელსაც ჩვენ უკრაინას ამ გაუმართლებელი ომის დაწყებიდან ვთავაზობთ ევროკავშირის დონეზე", - თქვა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა.

მეცოლას თქმით, ევროკავშირს უფრო მეტის გაკეთება შეუძლია. ამასთან ის აღნიშნავს, რომ მიესალმება სანქციებს, რომლებიც ახლა დაწესდა რუსეთზე.

16 დეკემბერს, ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეცხრე პაკეტზე შეთანხმდა. სანქციები დაწესდა დამატებით 141 ფიზიკური და 49 იურიდიული პირის მიმართ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის ესკალაციის საპასუხოდ.


close დახურვა