logo
ENG



მეცოლა: მივესალმებით უკრაინის აპლიკაციას EU-ს წევრობის კანდიდატობაზე

01 მარ 202215:51
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/01/wbeekt47x7gnkyj.png

ევროპარლამენტში უკრაინის საკითხზე პლენარული სხდომა მიმდინარეობს. 

ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ თქვა, რომ ისინი მიესალმებიან უკრაინის აპლიკაციას, გახდეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი. 

დღევანდელ საგანგებო სხდომაზე სწორედ ამ საკითხს განიხილავენ. 

"ჩვენ ვაღიარებთ უკრაინის ევროპულ პერსპექტივას. ჩვენ მივესალმეთ პრეზიდენტის აპლიკაციას უკრაინის კანდიდატის სტატუსის შესახებ და ჩვენ ვიმუშავებთ ამ მიზნისთვის. 

ჩვენ ერთად შევხვდებით და უნდა შევხვდეთ ჩვენს მომავალს. 

ბატონო პრეზიდენტო, ჩვენ თქვენ გვერდით ვართ თქვენს ბრძოლაში გადარჩენისთვის, ისტორიის ამ ბნელ დროს. როცა შეხედავთ ევროპარლამენტს, ყოველთვის იპოვით მოკავშირეს, მეგობარს და სივრცეს, საიდანაც მიმართავთ ევროპას, მსოფლიოს". - თქვა რობერტა მეცოლამ

28 თებერვალს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადს ხელი ოფიციალურად მოაწერა. 

უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მისიის ხელმძღვანელი, ვსევოლოდ ჩენცოვი აცხადებს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ ხელმოწერილი წევრობის განაცხადი ევროკავშირის წარმომადგენლობას 1-ლ მარტს გადასცა. მისი თქმით, აპლიკაცია დარეგისტრირებულია და პროცესი დაიწყო.


close დახურვა