logo
ENG



მზად ვარ დღესვე ჩავიდე და ჩავანაცვლო ბატონი ვაჟა - აკაკი ზოიძე ვაჟა გაფრინდაშვილზე

20 ნოე 201912:30
3 წუთის საკითხავი
 
8mxfua73r4357r9.jpg

"ყველა ექიმმა გამოთქვა მზადყოფნა, რომ დაიკავოს მისი ადგილი სეპარატისტული ხელისუფლების მძევლად. მეც ვუერთდები ამ ინიციატივას",-ასე გამოეხმურა ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე ვაჯა გაფრინდაშვილთან დაკავშირებულ მოვლენებს.  მისი თქმით, ის დღესაც მზადაა ჩავიდეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე და ვაჟა გაფრინდაშვილი ჩაანაცვლოს.

"ვთავაზობ ჩემს თავსაც, რომ მეც ერთი კვირით წავალ, თუ ესეთი პრინციპულია სეპარატისტული რეჟიმისთვის იმ ადამინების მძევლად აყვანა, რომლებიც 2008 წლის ომის დროს ეხმარებოდნენ დაჭრილებს მიუხედავად მათი ეროვნებისა. მაშინ ყველა ვართ ვაჟა გაფრინდაშვილები და მძევალი სეპარატისტული ხელისუფელბის. მე პირადად მზად ვარ დღესვე ჩავიდე და ჩავანაცვლო ბატონი ვაჟა",-აცხადებს ზოიძე. 

შეგახსენებთ, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი ისევ დაკავებულია და ამ დრომდე უცნობია მისი გათავისუფლების თარიღი. 


close დახურვა