მზიურის პარკთან ბიზნესმენ ტატო გურგენიძის დაჭრის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. შემთხვევა გუშინ, 25 ივლისს მოხდა.
სამშენებლო კომპანიის ერთ-ერთი მეწილე ცეცხლსასროლი იარაღით ფეხში დაჭრეს. ის საავადმყოფოშია გადაყვანილი, სადაც ოპერაცია ჩაუტარდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ფორმულას უთხრეს, რომ გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით დაიწყო.