„ლელო საქართველოსთვის“ წევრი, კახა კოჟორიძე აცხადებს, რომ ხელისუფლებას მოუწევს საზოგადოებაში დაგროვილ კითხვებზე პასუხის გაცემა ოთარ ფარცხალაძის საშვთან დაკავშირებით.
როგორც კახა კოჟორიძემ განმარტა, პრობლემა პიროვნებაში კი არა, ხელისუფლებაშია და სწორედ მათ მოუწევთ პასუხის გება.
„დღეს ჩვენმა პარტიამ შეიტანა კანცელარიაში განცხადება და ოფიციალურად მოვითხოვეთ ინფორმაცია. არცერთ უწყებას ჯერ არ გაუკეთებია რაიმე განცხადება - თუ ჰქონდა, ვინ გასცა და თუ არ ჰქონდა, როგორი იყო ამაზე რეაგირება. ჩვენი ქმედება ამით იყო განპირობებული. იმის თქმა გვინდა, რომ ფაქტებს არ დავტოვებთ რეაგირების გარეშე და აუცილებლად გავიგებთ კითხვაზე პასუხის გაცემა. მინდა გავუსვა ხაზი, რაში ვხედავთ პრობლემას - მთავარ პრობლემას ვხედავთ ხელისუფლებაში", - განაცხადა კახა კოჟორიძემ.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანდა, თუ როგორ გადაადგილდებოდა ყოფილი გენერალური პროკურორი ქალაქში რამდენიმე წესის დარღვევით.