logo
ENG



მთავარი არხი: ლევან ვასაძე მოსკოვში კრემლის იდეოლოგს, ალექსანდერ დუგინს შეხვდა

26 მაი 202121:13
3 წუთის საკითხავი
clock 3922
2021/05/27/99od1s3f7504dnq.jpg

მთავარი არხის ინფორმაციით, პრორუსი ბიზნესმენი, ლევან ვასაძე მოსკოვში კრემლის იდეოლოგს, "საერთაშორისო ევრაზიული მოძრაობის" ლიდერს, ალექსანდერ დუგინს შეხვდა. 

მთავარმა არხმა მოიპოვა ვიდეომასალა, რომელშიც ჩანს, რომ დუგინი და ვასაძე ერთ-ერთ რესტორანში ვახშმობენ. არხის ცნობით, შეხვედრა დღეს, 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს შედგა.  

არხის ცნობით, ვახშმის შესახებ ინფორმაცია მათ რესტორანში დაუდასტურეს. 

ალექსანდრ დუგინი "საერთაშორისო ევრაზიული მოძრაობის" ლიდერია. მისი პოლიტიკური საქმიანობის არსი ყოფილი რესპუბლიკების რუსეთთან ინტეგრირების ხარჯზე ევრაზიული ზესახელმწიფოს შექმნა. ასე დუგინი „მე-20 საუკუნის უდიდესი გეოპოლიტიკური ტრაგედიის“ - საბჭოთა კავშირის დაშლის შედეგების გამოსწორებას ცდილობს. 

2008 წლის ომის დროს დუგინი რუსეთის მთავრობას თბილისის დაპყრობას და პრორუსული მთავრობის ჩამოყალიბებას ურჩევდა. სხვა შემთხვევაში წინასწარმეტყველებდა ახალ ომს, ვინაიდან საქართველოს მთავრობა, მისი შეფასებით, წარმოადგენდა აშშ-ის მარიონეტს. 

ლევან ვასაძემ, რომელიც წლებია პროპუტინურ და პრორუსულ აზრებს ტირაჟირებს და დისკრიმინაციული და აგრესიული განცხადებებით გამოირჩევა, პოლიტიკაში მოსვლა 2021 წლის 6 მაისს დააანონსა. მან დააფუძნა პარტია "ერი - ერთობა, რაობა, იმედი". 


close დახურვა