![მთავარი არხი: მარნეულში ჩვენს 4 თანამშრომელს თავს დაესხნენ, ჟურნალისტს თავი აქვს გატეხილი](/uploads/news/თავდასხმა მთავარ არხზე.jpg)
მთავარი არხის ინფორმაციით, მარნეულში მათ 4 თანამშრომელს თავს დაესხნენ. მათი ცნობით, ფიზიკურად გაუსწორდნენ 2 ჟურნალისტსა და 2 ოპერატორს, ჟურნალისტს თავი აქვს გატეხილი.
"დაზიანებულია აპარატურა, მათ წაართვეს მიკროფონები", - აცხადებენ ტელევიზიაში.
ფორმულა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა და ინფორმაციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.
რამდენიმე წუთის წინ მარნეულში ნაციონალური მოძრაობის წევრებს თავს დაესხნენ. სამოქალაქო პლატფორმის წევრის ინფორმაციით, ოპოზიციას თავს ქართული ოცნების წევრები დაესხნენ.