მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირების 1 194 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი - 425 თბილისში დადასტურდა, 372 კი იმერეთში.
რაც შეეხება სხვა შემთხვევებს, 193 აჭარაში გამოვლინდა, 64 შიდა ქართლში, 53 ქვემო ქართლში, 27 სამეგრელო-ზემო სვანეთში, 21 გურიაში, 18 მცხეთა-მთიანეთში, 9 რაჭა ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში, ასევე 9 სამცხე-ჯავახეთში და 3 კახეთში.
მათივე ცნობით, ქვეყნის მასშტაბით 341 პაციენტის მდგომაროება მძიმეა, მათგან 75 ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა.