logo
ENG



მთავრობა: ვაქცინაციის სამოქმედო გეგმაზე მუშაობა პრაქტიკულად დასრულებულია

18 იან 202109:59
3 წუთის საკითხავი
 
2021/01/18/tele48nr4dqgzmr.png

პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში მინისტრთა კაბინეტის წევრების მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძეც ესწრებოდა. როგორც შეხვედრაზე განაცხადეს, ვაქცინაციის სამოქმედო გეგმაზე მუშაობა პრაქტიკულად დასრულებულია. ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს ვაქცინით მოსახლეობის მოცვის გეგმა და ინფორმაცია იმ სამიზნე ჯგუფების შესახებ, რომელთა ვაქცინაცია პირველ რიგში განხორციელდება. გეგმა ასევე მოიცავს ვაქცინაციასთან დაკავშირებულ ლოგისტიკურ თუ საოპერაციო საკითხებს. დოკუმენტი მომდევნო კვირას უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში განიხილება.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, გრძელდება ინტენსიური მუშაობა, რათა ქვეყანაში ვაქცინა რაც შეიძლება მალე შემოვიდეს, ამის უმთავრესი წინაპირობა კი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის პრეკვალიფიკაცია და ვაქცინის საერთაშორისო აღიარებაა.


close დახურვა