ბოლო 24 საათში გამოვლენილი 2 775 კოვიდინფიცირების შემთხვევიდან, თბილისში 1 044 შემთხვევაა, იმერეთში - 526. სტატისტიკურ მონაცემებს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. დანარჩენ საქართველოში კოვიდინფიცირების შემთხვევები შემდეგნაირად განაწილდა:
- აჭარაში - 503;
- ქვემო ქართლში - 207;
- შიდა ქართლში - 177;
- გურიაში - 89;
- სამეგრელო - ზემო სვანეთში - 117;
- კახეთში - 36;
- მცხეთა-მთიანეთში - 43;
- სამცხე-ჯავახეთში - 25;
- რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 8.
ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 14 525, ხოლო 4 618 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 279, აჭარაში - 734. დღეის მდგომარეობით, გამოვლენილია ინფიცირების 2 775 ახალი დადასტურებული შემთხვევა.