logo
ENG



მთავრობა დღეს ტურიზმის გახსნის ანტიკრიზისულ გეგმას წარადგენს

07 მაი 202011:57
3 წუთის საკითხავი
 
it9qs54z4xxeom2.jpg

მთავრობა დღეს ტურიზმის გახსნის ანტიკრიზისულ გეგმას წარადგენს. მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ეკონომიკური ჯგუფის სხდომა გაიმართება, რის შემდეგაც საზოგადოებას გეგმის დეტალებს გააცნობენ.

ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ მათ რეაბილიტაციას სულ ცოტა 6-დან 12 თვემდე დასჭირდება. იქამდე კი, სანამ საზღვრები გაიხსნება და ქვეყანაში ტურისტების ნაკადი აღდგება, კომპანიები დახმარებას სახელმწიფოსგან და საბანკო სექტორისგან ელოდებიან. 


close დახურვა