უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს მოუწოდებს, კორონავირუსთან დაკავშირებული აპლიკაცია აქტიურად გამოიყენონ, რათა ინფიცირებულ პირთან შესაძლო კონტაქტს თავი აარიდონ.
საბჭოში აცხადებენ, რომ აპლიკაცია stop covid კორონავირუსთან ბრძოლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია.
„აპლიკაცია მოქალაქეებს აძლევს ინფორმაციას, ჰქონდათ თუ არა კონტაქტი ინფიცირებულ პირთან, ასევე აფრთხილებს იმ ლოკაციების შესახებ, რომლებთანაც СOVID-19-ით ინფიცირებულ ადამიანებს შეხება ჰქონდათ. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს მოუწოდებს, აქტიურად გამოიყენონ აპლიკაცია stop covid, რათა თავი აარიდონ ინფიცირებულ პირთან შესაძლო კონტაქტს და იმ სივრცეებში გადაადგილებას, სადაც ინფიცირების რისკი მაღალია“, - ნათქვამია საკოორდინაციო საბჭოს განცხადებაში.