logo
ENG



მთავრობა საპატრიარქოს უნივერსიტეტს 2 მილიონ ლარს გამოუყოფს

15 აგვ 202414:02
3 წუთის საკითხავი
 
2024/08/15/jkvv3oyrnyjrmwz.jpg

საქართველოს მთავრობა საპატრიარქოს უნივერსიტეტს 2 მილიონ ლარს გამოუყოფს.

შესაბამისი განკარგულება 14 აგვისტოს გამოიცა და მას ხელს პრემიერმინისტრი, ირაკლი კობახიძე აწერს. 

"საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონის საფუძველზე, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ ა(ა)იპ – საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის (ს/ნ: 205233022) ფინანსური დახმარების (2,000,000.00 (ორი მილიონი) ლარი) გაწევის მიზნით განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები", - წერია განკარგულებაში. 

 

close დახურვა