მთავრობის განკარგულებით, სასულიერო აკადემიასა და სემინარიას ფინანსური დახმარების სახით 200 ათას ლარს გამოუყოფს. ამის შესახებ საუბარია 9 ივლისის განკარგულებაში, რომელსაც პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე აწერს ხელს.
როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, განათლების სამინისტრომ თანხა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში უნდა გამოყოს.
"საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ ა(ა)იპ - საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარისთვის ფინანსური დახმარების (200 000 ლარი) გაწევის მიზნით, განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები "უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელშეწყობის" პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული ასიგნებებიდან", - ვკითხულობთ განკარგულებაში.