logo
ENG



მთავრობა სახალხო არტისტებს ყოველთვიურ სტიპენდიას 600 ლარამდე უზრდის

03 ნოე 202119:33
3 წუთის საკითხავი
 
მთავრობა სახალხო არტისტებს ყოველთვიურ სტიპენდიას 600 ლარამდე უზრდის

საქართველოს მთავრობის ახალი დადგენილებით, სახალხო არტისტებს, მხატვრებსა და ოლიმპიადების პრიზიორ სპორტსმენებს ყოველთვიურ სტიპენდიებს უზრდის. საქართველოს მთავრობამ 2011 წელს მიიღო დადგენილება, რომელიც სახალხო არტისტებისთვის, მხატვრებისთვის და ოლიმპიელი სპორტსმენებისთვის ყოველთვიურ სტიპენდიებს განსაზღვრავდა.

2 ნოემბერს მიღებული დადგენილების თანახმად, სახალხო არტისტებს, სახალხო მხატვრებსა და შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატებს ყოველთვიური სტიპენდია 200 ლარით ეზრდებათ და 600 ლარი იქნება. გარდა ამისა, სახალხო არტისტებს ან სახალხო მხატვრებს, რომელთაც იმავდროულად მინიჭებული აქვთ შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატის წოდება, ორივე წოდებისთვის ყოველთვიური 600-ლარია სტიპენდია დაენიშნებათ. რაც ასევე 200 ლარით გაზრდილია.

დადგენილების ცვლილებებით დადგინდა ყოველთვიური ახალი სტიპენდიები ოლიმპიელებისთვისა და საჭადრაკო პრიზიორებისთვის.

ოლიმპიური და პარალიმპიური თამაშებისა და საჭადრაკო ოლიმპიადების პრიზიორები მიიღებენ: ვერცხლის მედლის შემთხვევაში 800 ლარს, ხოლო ბრინჯაოს მედლის შემთხვევაში 500 ლარს.

ამასთან, საჭადრაკო ოლიმპიადაში გამარჯვებული, რომელიც იმავდროულად არის ოლიმპიადის პრიზიორი ყოველთვიური სტიპენდიის სახით მიიღებს 2000 ლარს. საჭადრაკო ოლიმპიადის ვერცხლის მედლის მფლობელი, რომელიც იმავდროულად არის საჭადრაკო ოლიმპიადის ბრინჯაოს მედლის მფლობელი კი, ყოველთვიურად 800-ლარიან სტიპენდიას მიიღებს.

შესაბამისი სახსრები უნდა გამოიყოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს წლიური ბიუჯეტიდან.


close დახურვა