კონკურენციის სააგენტოს მთავრობამ ახალი დავალება მისცა. სამსახური ფარმაცევტულ კომპანიებს შორის შესაძლო კარტელური გარიგების შესწავლას იწყებს. ღარიბაშვილისა და აზარაშვილის სამიზნე რომ კახა ოქრიაშვილის პეესპეა, ეს ზეპირი განცხადებებიდან არაერთხელ გამოჩნდა. მთავრობამ ფარმაცევტული კომპანიების ნაწილი ფასების ხელოვნურ ზრდაში დაადანაშაულა ონკოლოგიური დანიშნულების ძვირადღირებულ მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების ამოქმედების შემდეგ. ოქრიაშვილი ირწმუნება, რომ ონკოლოგიური და ძვირად ღირებული მედიკამენტების მომსახურება PSP-სთვის მომგებიანი არასდროს ყოფილა, კამპანიას კი პოლიტიკურ ანგარიშსწორებას უკავშირებს.
მთავრობა ფარმაცევტული კომპანიების წინააღმდეგ
27 მარ 202320:08
3 წუთის საკითხავი