logo
ENG



მთავრობამ Air France-ს თბილისსა და პარიზს შორის ავიამიმოსვლის უფლება მისცა

21 ივლ 202013:46
3 წუთის საკითხავი
clock 1025
sak6jgcb0gqhi3z.png

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, Lufthansa-ს შემდეგ საქართველოს მთავრობამ Air France-ს აგვისტოდან თბილისსა და პარიზს შორის ავიამიმოსვლის უფლება მისცა.

როგორც თურნავამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, ავიაკომპანია რეისს კვირაში ორჯერ შეასრულებს.

"დღეს ჩვენ მივიღეთ საბოლოო გადაწყვეტილება და დავუდასტურებთ Air France-ს, რომ აგვისტოს დასაწყისიდან, ზუსტ თარიღს თვითონ კომპანია განსაზღვრავს, მათ შეეძლებათ კვირაში ორი სიხშირით დაიწყონ შარლ დე გოლის პარიზის აეროპორტსა და თბილისის საერთაშორისო აეროპორტს შორის პირდაპირი რეგულარული მიმოსვლა", - განაცხადა თურნავამ.

მისივე თქმით, მოლაპარაკებები დასკვნით ფაზაშია Air Baltic-თანაც თბილისსა და რიგას შორის ავიამიმოსვლის აღდგენის თაობაზე.

საქართველოს საზღვარი უპირობოდ ევროკავშირის 5 ქვეყანასთან აქვს გახსნილი. სამშობლოში დაბრუნებულ მოქალაქეებს, არამოქალაქეებისგან განსხვავებით, 2 კვირიანი კარანტინის გავლა უწევთ.

Georgian Airways-ის წარმომადგნელის განცხადებით, მათ მთავრობამ პირდაპირ უთხრა, რომ აგვისტოში საფრანგეთში მხოლოდ Air France, ბალტიისპირეთში - Air Baltic, გერმანიაში კი - Lufthansa იფრენს და Georgian Airways-ს მხოლოდ 10 ავიარეისის შესრულებას შეძლებს ამსტერდამის მიმართულებით. კომპანიის შეფასებით, ეს არის დისკრიმინაციული მიდგომა ქართული ავიაკომპანიის მიმართ.


close დახურვა