logo
ENG



მთავრობამ კულტურის სამინისტროს Black Sea Arena-ს და ფილარმონიის მართვის უფლება ჩამოართვა

17 აგვ 202422:19
3 წუთის საკითხავი
 
2024/08/17/07luyhgis2vilo3.jpeg

მთავრობის ადმინისტრაციამ კულტურის სამინისტროს Black Sea Arena-ს და თბილისის საკონცერტო დარბაზის აქტივები და მართვის უფლება ჩამოართვა. შესაბამისი განკარგულება პრემიერიმინისტრმა გამოსცა და 15 აგვისტოთი თარიღდება.

განკარგულების თანახმად,Black Sea Arena და თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზი 100%-იანი აქტივით, მართვის უფლებით უსასყიდლოდ და პირდაპირი გადაცემის ფორმით გადადის საქართველოს მთავრობის მფლობელობაში.

როგორც განკარგულებაში წერია, ორივე ქონება გადაცემულია მათი არსებობის ვადით. დოკუმენტის თანახმად, ორივე ორგანიზაციის შერწყმა უნდა მოხდეს. 

"სახელმწიფო ქონების შესახებ" საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შპს ბლექ სი არენა ჯორჯიასა და შპს თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100%-იანი წილი მართვის უფლებით, უსასყიდლოდ, პირდაპირი გადაცემის ფორმით გადმოეცეს მთავრობას, მათი არსებობის ვადით, ხოლო აღნიშნულ საწარმოთა მართვასთან დაკავშირებული ორგანიზაციულ-სამართლებრივი ღონისძიებების განხორციელება უზრუნველყოს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ", - წერია განკარგულებაში. 


close დახურვა