მთავრობას შეზღუდვების დაწესების უფლება კიდევ 6 თვით, 2022 წლის 1-ელ იანვრამდე გაუხანგრძლივდა. კანონპროექტს მხარი 78-მა დეპუტატმა დაუჭირა, 22 წინააღმდეგი იყო.
მიღებული კანონი მთავრობას უფლებამოსილებას ანიჭებს, საკარანტინო ზომები პარლამენტის თანხმობის გარეშე გამოიყენოს. ცვლილებები საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ კანონში შევიდა.
მთავრობისთვის შეზღუდვების ერთპიროვნულად დაწესების უფლება პირველად 2020 წლის მაისში მიენიჭა, ხოლო შემდეგ დეკემბერში - 6 თვით გაუხანგრძლივდა.