მთავრობის ადმინისტრაცია სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე სოფიო მდინარაძემაც დატოვა. ინფორმაცია მან ფორმულას დაუდასტურა.
მისი თქმით, თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.
პრემიერმინისტრის პოსტიდან გიორგი გახარიას გადადგომის შემდეგ პოსტები დატოვეს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ასევე, მისმა მოადგილემ.
თავად გახარიამ პოსტი 18 თებერვალს დატოვა.