მთავრობის ადმინისტრაციასთან რამდენიმე ადამიანი დააკავეს, მათ შორის გიგა მაქარაშვილი, ნოდარ რუხაძე, ნატა ფერაძე, ზუკა ბერძენიშვილი და გიორგი მჟავანაძე.
პოლიციელის თქმით, ისინი "საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის გამო" დააკავეს.
"საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის გამო [დავაკავეთ].. თქვენ იყავით იქ და დაინახეთ, რა წესრიგიც დაარღვიეს - გვესროლეს ტუალეტის ქაღალდები, პოლიციელებს მიაყენეს შეურაცხყოფა", - უთხრა ჟურნალისტებს ერთერთმა პოლიციელმა.
აქტივისტები და მოქალაქეები უკრაინის მიმართ საქართველოს მთავრობის პოზიციას აპროტესტებენ და ითხოვენ, დაწესდეს სავიზო რეჟიმი რუსეთთან; აიკრძალოს რუსული მედიასაშუალებები და დაიკეტოს საჰაერო სივრცე რუსეთისთვის.