მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია დაიწყო.
შეკრებილები ნიკა მელიას დაკავებას აპროტესტებენ და ითხოვენ მის გათავისუფლებას, ისევე, როგორც სხვა პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და რიგგარეშე არჩევნების დანიშვას.
ენმ-ის თავმჯდომარე, ნიკა მელია 23 თებერვლის დილით დააკავეს.
ნაციონალური მოძრაობის ოფისში სპეციალური დანიშნულების რაზმი შეიჭრა და ნიკა მელია ძალის გამოყენებით აიყვანეს. სპეცრაზმმა ე.წ. წიწაკის სპრეი გამოიყენა.
მომხდარის გამო, ოპოზიციის ლიდერებმა 15:00 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან საპროტესტო აქცია დააანონსეს.