logo
ENG



მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

04 ივლ 202208:55
3 წუთის საკითხავი
 

მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. 

ისინი სასტვენებით და საპროტესტო შეძახილებით ირაკლი ღარიბაშვილის და მინისტრების დახვედრას გეგმავენ.

ადმინისტრაციაში, სავარაუდოდ, 11:00 საათზე მთავრობის სხდომა უნდა გაიმართოს.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

აქტივისტებმა და რიგითმა მოქალაქეებმა აქ ღამე გაათენეს. მათ აქ გუშინ, 3 ივლისს, რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის შემდეგ გადმოინაცვლეს.

პროტესტის მთავარი მოთხოვნა ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა და ტექნიკური მთავრობის შექმნაა, რომელიც ევროკავშირის რეკომენდაციებს შეასრულებს, რასაც საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება უნდა მოჰყვეს. 


close დახურვა