კადრების გარდა ცვლილება ღარიბაშვილის დატოვებულ ინფრასტრუქტურასაც შეეხო. წყალში გადაყრილი საბიუჯეტო ფული. მთავრობის ადმინისტრაციის შესასვლელზე შემოვლებული ღობე რამდენიმე თვეში მოშალეს. ხელისუფლება მიზეზებს არ განმარტავს.
ხელისუფლებას თანხის გაფლანგვაში ადანაშაულებენ. მესერი 2023 წლის მარტის აქციების შემდეგ, ღარიბაშვილის პრემიერობის დროს, ააგეს. მთავრობის ადმინისტრაციის გარშემო ღობე შევარდნაძის პერიოდის მერე არ ყოფილა.