logo
ENG



მთავრობის გადაწყვეტილებით, რესტორნები 22:00 საათიდან მცხეთაშიც დაიხურება

20 ოქტ 202011:17
3 წუთის საკითხავი
 
mwsk94h9kgtjcdb.jpg

მთავრობის გადაწყვეტილებით, რესტორნები 22:00 საათიდან მცხეთაშიც დაიხურება. 

მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ნათია მეზვრიშვილის თქმით, ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც თბილისში კაფე-ბარების და რესტორნების 22:00 საათიდან აკრძალვის პარალელურად, მოქალაქეებმა მცხეთაში გადაინაცვლეს. 

თბილისში, ბათუმსა და იმერეთის რეგიონში კაფე-ბარებს და რესტორნებს 22:00 საათის შემდეგ მუშაობა 15 ოქტომბრიდან აეკრძალათ. ისინი 07:00 საათიდან 22:00 საათამდე იფუნქციონირებენ. 

მთავრობის განცხადებით, მიზანი ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციაა. სხვა შეზღუდვა არ მოქმედებს და როგორც ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, არც იგეგმება, ვინაიდან "ეკონომიკა კიდევ ერთ ჩაკეტვას ვერ გაუძლებს". 

20 ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოში ახალი კორონავირუსის 19 857 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან ბოლო 24 საათში გამოვლინდა 1194 შემთხვევა. 

სულ გარდაიცვალა 158 ადამიანი. გამოჯანმრთელდა - 8 666. 


close დახურვა