logo
ENG



მთავრობის მიერ გამოცემულ 181-ე დადგენილება ძალაში 21 აპრილამდეა

23 მარ 202020:31
3 წუთის საკითხავი
 

საგანგებო მდგომარეობა და დაწესებული აკრძალვები ქვეყნის შიგნით დადასტურებული გავრცელების შემდეგ კიდევ უფრო მკაცრდება -  ღამის 00:00 საათიდან საქალაქთაშორისო ტრანსპორტი მუშაობას შეწყვეტს. მიკროავტობუსები, ავტობუსები და რკინიგზა ბოლო რეისებს ასრულებენ. აკრძალვა ვრცელდება ყველა მიმართულების საქალაქთაშორისო ტრანსპორტზე.  დედაქალაქის სადგურებში დღეს იმ მოქალაქეთა რიგები იყო, ვისაც ქალაქიდან გასვლა სურს.  მათი ნაწილი ამბობს, რომ სხვადასხვა გადაუდებელი მიზეზით მიმოსვლა ხშირად უწევს. ხვალიდან კი ალტერნატიული გზების მონახვა მოუწევთ - ტაქსით, ან პირადი ავტომობილით.

საქალაქთაშორისო ტრანსპორტის გარდა, ამ მომენტისთვის აკრძალულია საჰაერო და საზღვაო მიმოსვლაც, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა - სატვირთო, სამთავრობო, სამხედრო ამბულატორიული ან სპეციალური ნებართვით მგზავრთა გადაყვანის მიზნით. 

მთავრობის 181-ე დადგენილება დღეს გამოიცა, დადგენილებაში საგანგებო მდგომარეობის გათვალისწინებით დაწესებული ყველა აკრძალვაა თავმოყრილი. ცნობილი ხდება, რომ 21 აპრილამდე გადაიდო სასწავლო - სააღმზრდელო პროცესი, სკოლებში, ბაღებსა და უნივერსიტეტებში.  იკრძალება სემინარების და ტრენინგების ჩატარება.

იკრძალება აქცია-დემონსტრაციებიც. 10 კაცზე მეტი ადამიანის ერთ დახურულ ან ღია სივრცეში ყოფნამ ხალხმრავალი ქორწილები , ქელეხები და სხვა სარიტუალო ღონისძიებები.   გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა. ამ გამონაკლისში არ არის ნახსენები რელიგიური რიტუალები, თუმცა ამის მიუხედავად მთავრობა ხმამაღალ განცხადებებში კონკრეტიკისგან თავს იკავებს.

21 აპრილამდე იკრძალება ნებისმიერი პროდუქტის მიწოდება - რეალიზაცია გარდა, საკვები, საყოფაცხოვრებო, ჰიგიენის, სამედიცინო დანიშნულების, სათესლე და სარგავი პროდუქციისა. ასევე ბუნებრივი აირის და საწვავისა. შეჩერდა კაფე-ბარების, რესტორნების, კლუბების, სილამაზის სალონების მუშაობა.

ყველა ეს შეზღუდვა მთელი ქვეყნის მასშტაბით მოქმედებს. განსაკუთრებული კონტროლი ხდება საკარანტინე - მარნეულისა და ბოლნისის რაიონებში. მთავრობის დადგენილებაში თავმოყრილი ყველა ეს აკრძალვა ძალაში 21 აპირილამდეა.


close დახურვა