logo
ENG



მიატოვიჩი ჰომოფობიურ კანონზე: მოვუწოდებ ოცნებას, პატივი სცეს ადამიანის უფლებების დაცვას

28 მარ 202410:54
3 წუთის საკითხავი
 
2024/03/28/4vox5yosso0g76m.jpg

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი, დუნია მიატოვიჩი პროპაგანდისტულო, ჰომოფობიური კანონპროექტის გამო შეშფოთებას გამოთქვამს.

მიატოვიჩი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს ადამიანის უფლებების დაცვის ვალდებულებებს პატივი სცეს.

მისი თქმით, მმართველი პარტიის მხრიდან კონსტიტუციის ცვლილების ინიციატივა წარმოადგენს ლგბტი-ფობიით პოლიტიკურ მანიპულირებას წინასაარჩევნოდ და მას ადგილი არ უნდა ჰქონდეს კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებების პატივისცემაზე დაფუძნებულ დემოკრატიულ საზოგადოებაში.

"შეშფოთებული ვარ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური დისკურსით, რაც გამოიხატა ქართული ოცნების ინიციატივაში კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანისა და "ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" ახალი საკონსტიტუციო კანონის მიღების შესახებ. მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, როგორც ევროპის საბჭოს წევრმა სახელმწიფომ, სრულად სცეს პატივი ადამიანის უფლებების დაცვის ვალდებულებებს, მათ შორის ლგბტი ადამიანების უფლებების დაცვას. და სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობისა და ადამიანის უფლებებისთვის ხელსაყრელი გარემოს უზრუნველყოფას. მოვუწოდებ საქართველოს ყველა პოლიტიკოსს, მტკიცედ დაგმოს ლგბტი-ფობიის, ან სხვა დისკრიმინაციული რიტორიკის გამოყენება საარჩევნო კამპანიაში", - წერია დუნია მიატოვიჩის განცხადებაში.  

ქართული ოცნება "ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან დასაცავად" კანონპროექტს ამზადებს. უმრავლესობის წევრების რიტორიკიდან ჩანს, რომ კანონპროექტი ჰომოფობიური შინაარსის იქნება და ლგბტ-თემს შეეხება.

 


close დახურვა