logo
ENG



მივდივართ სრული დაცლისკენ და ფინალისკენ - საოკუპაციო რეჟიმი ე.წ. საზღვარს დღეიდან კეტავს

07 თებ 202014:08
3 წუთის საკითხავი
 

საოკუპაციო რეჟიმი ე.წ. საზღვარს დღეიდან კეტავს. შედეგად, ახალგორის მოსახლეობა კვლავ იზოლაციაში მოექცევა, მოსახლეობას კი ჰუმანიტარული კატასტროფის ზონაში მოუწევს ცხოვრება. კონფლიქტოლოგები მიიჩნევენ, რომ პრობლემის მოსაგვარებლად, საოკუპაციო რეჟიმზე საერთაშორისო ზეწოლის გაზრდა აუცილებელია.

აღსანიშნავია, რომ აქტივისტმა და ჟურნალისტი თამარ მეარყიშვილმა, რომელსაც ორნახევარ წელიწადზე მეტია, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებისგან გადაადგილების თავისუფლება აქვს შეზღუდული, ფეისბუკზე დაცარიელებული მშობლიური რაიონის ფოტოები გამოაქვეყნა. ფოტომასალა საინფორმაციო სააგენტო ნეტგაზეთმა გამოაქვეყნა და მას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. როგორც ჟურნალისტი ამბობს აღნიშნული ფოტომასალაც მიანიშნებს, რომ ადგილი ცარიელდება და ადამიანები სახლებს ტოვებენ. 

"თითქმის სულ ასეთ პირობებსი გვიწევს გადაადგილება, მაგრამ გზის გახსნის შემდეგ ეს უფრო საგრძნობი გახდა. დღისითაც ძალიან ცოტა ადამიანი მოძრაობს ქუჩაში და ბოლო დღეებში ბევრმა მოსახლებ თავისი სახლი დატოვა კიდეც. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ მივდივართ სრული დაცლისკენ და ფინალისკენ",-აღნიშნა მეარყიშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ ახალგორთან გადასასვლელი მოსახლეობას 5-თვიანი იზოლაციის შემდეგ 24 იანვარს გაუხსნა. 

 


close დახურვა